21/12/2023
11:29
მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და ირანის პრეზიდენტს, იბრაჰიმ რაისის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო 3+3-ის ფორმატის პლატფორმას.
სომხეთის მთავრობის მეთაურმა და ირანის პრეზიდენტმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის, ასევე რეგიონის ქვეყნებს შორის საგზაო და სარკინიგზო მარშრუტების განვითარება.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს ნებისმიერ ქმედებასა და პლატფორმას, რომელიც გახსნის სამხრეთ კავკასიის რეგიონში კომუნიკაციის გზებსა და ინფრასტრუქტურას, ამავე დროს პატივს სცემს ყველა ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აფასებს ამას როგორ მშვიდობის გაძლიერებისა და მეზობლების ინტერესების უზრუნველყოფისკენ გადადგმულ ეფექტიან ნაბიჯს“, – განაცხადა რაისიმ.
ირანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, იბრაჰიმ რაისიმ შეაფასა კავკასია, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონი, რომელიც საჭიროებს მშვიდობას. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს კავკასია არ უნდა გახდეს გარე ქვეყნების კონკურენციის ველი.
„ირანის საგარეო პოლიტიკა კავკასიის მიმართ დაფიქსირებული და უნდა იქნას უზრუნველყოფილი, რომ კავკასიის რეგიონი არ იქცეს არარეგიონული ქვეყნების კონკურენციის ველად და რომ მისი საკითხები გადაწყდეს ამ რეგიონის ქვეყნების მიერ გარედან ჩარევის გარეშე“, – განაცხადა რაისიმ.
ირანის პრეზიდენტმა ასევე წამატებულად შეაფასა თეირანში გამართული 3+3 პლატფორმის შეხვედრა და მას უწოდა კონსტრუქციული ნაბიჯი რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024