
ჩვენ უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირეები არ ვართ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ აზერბაიჯანისთვის 2020 წლის ომის შემდეგ მილოცვის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრებმაც მიულოცეს, როგორიცაა ბელარუსი.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ალმა-ათის დეკლარაციას სომხეთისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და ერევანი აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებისას ამ დეკლარაციას ეყრდნობა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის 6 ოქტომბრის პრაღის განცხადებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ორჯერ თქვა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია.
0
0