
ერევანში, საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეღწევას შეეცადნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეებმა პარლამენტთან მიიტანეს მთიანი ყარაბაღის დროშები და ნიკოლ ფაშინიანისგან უფრო მტკიცე ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ - “ნიკოლ ფაშინიანი მოღალატეა”.
პროტესტის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს.
ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ერევანში რუსეთის საელჩოსთანაც. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.
„აქციის მონაწილეებმა, მათ შორის სომხეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას მიიღონ ზომები აზერბაიჯანის გენოციდური ქმედებების შესაჩერებლად“.
ამასთან, აქციაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა რუსეთის საელჩოს წინ ყარაბაღის დროშა აღმართეს და შენობის ყველა შესასვლელი ჩაკეტეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს. მაკრონმა შესაძლოა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეკრებაც მოითხოვოს.
მანამდე კი ფაშინიანი აშშ-ის გენერალურ მდივანს, ენტონი ბლინკენს ესაუბრა.
0
0