
მილანის ცენტრში, არეულობის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, მაღაზიები გაძარცვეს და ცეცხლი წაუკიდეს. შედეგად, პიაცა-დელ-დუომო და ძვირადღირებული ბრენდების სავაჭრო გალერეა დაცარიელდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ომებისა და გაზრდილი საყოფაცხოვრებო ხარჯების წინააღმდეგ გამართული მსვლელობა მშვიდობიანად დაიწყო. თუმცა ნიღბიანმა დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და სხვა საგნები ესროლეს და ბარების მაგიდებისგან მოწყობილ ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს. დაზიანდა იტალიის სამხედრო პოლიციის კუთვნილი ავტომობილიც.
პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საინფორმაციო სააგენტო LaPresse-ის ცნობით, სულ მცირე ორი პოლიციელი დაშავდა, ხოლო დაახლოებით 50 დემონსტრანტი, მათ შორის არასრულწლოვანებიც დააკავეს.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ძალადობა დაგმო.
"დემონსტრაციის გამართვა უფლებაა. ჩვენი ქალაქებისთვის ცეცხლის წაკიდება - არა", - დაწერა მან და ისაუბრა ხულიგნებზე, რომლებიც დემონსტრაციებს ქაოსის დასათესად იყენებენ, უსაფრთხოების თანამშრომლებს თავს ესხმიან და მთელი ქალაქები მძევლად აჰყავთ.
0
0