
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ პირადად უჭერს მხარს სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, მინდა, გადაგიხადოთ მადლობა, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთი მადლობელია საქართველოს მხარდაჭერის.
„მაქვს პატივი, ვიყო კიდევ ერთ შეხვედრაზე. ამ ფორმატის ჰქვია სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა, რადგან მეთხუთმეტეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა ვითარდება. მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი დღის წესრიგისა არის ის, რომ კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკური შედეგები გვქონდეს. დღეს საუბარი გვქონდა ორმხრივ ეკონომიკურ, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგზე. ვისაუბრეთ, სად გვაქვს ყველაზე დიდი პოტენციალი თანამშრომლობის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონი ირაკლის, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს მშვიდობის პროცესს, პირადად უჭერს მხარს სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ. დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით, საქართველოს ხელშეწყობით, ეს ნამდვილად შესაქები ამბავია და ნამდვილად მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.
0
0