
„2024 წლის არჩვენები როდესაც გაიმართა, ეგზიტპოლმა დააფიქსირა, რომ ოპოზიციამ 10 პროცენტით მეტი მიიღო, ვიდრე „ოცნებამ“. 2012 წლის არჩევნები იყო დემოკრატიული- ხელისუფლებამ აღიარა არჩვენები და გადააბარა ხელისუფლება“- ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის პროტესტმა გამოიღო შედეგი, როდესაც 500 ზე მეტი დღეა ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან და აპროტესტებენ.
„ვიღაცისთვის მისაღებია, რომ დასახიჩრებული მოქალაეები ჰყავს, ვიღაცა „კარმუშკაზე“ ზის, მაგრამ პროტესტში მონაწილე ხალხი არის გულწრფელი. არავინ, ერთ თეთრსაც არ იღებს იქ.ეს არის თქვენი პროპაგანდა. მათ ნამდვილად უნდათ ქვეყანაში დემოკრატია და ადამიანის თავისუფლება. როდესაც ახსენებთ არჩევნებს, ბარაბასაც მისცეს ხმა...
მახსოვს, როგორ იყო ციხის კადრები დადგმული და რაფალიანცის საქმე როგორ დააბრალეს „ნაციონალურ მოძრაობას“. მაშინ კრიმინალებს იჭერდნენ და ბრძოლა მიდიოდა კრიმინალებთან, დღეს იჭერენ პატიოსან ადამიანებს და ებრძვიან, ამაში დიდი განსხვავებაა. მაშინ ციხეები არ იყო გადავსებული, ციხეში იჯდა 25 ათასი ადამიანი, ეს არ არის ნახევარი საქართველო, ეს თქვენი პროპაგანდაა. ტყუილი იყო, რასაც მაშინ ავრცელებდნენ. - განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.
0
0