
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, “ფედერალისტების”
ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ, მიხეილ სააკაშვილის, გიგი წერეთელისა და სხვადასხვა ოპოზიციური აქტორების მიმართ გამოთქმული მწვავე კრიტიკის ამსახველ სქრინებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ინტერესდება, რა პასუხს გასცემს ჩერგოლეიშვილი, რომელიც ახლა თავად არსებობს სააკაშვილის გვერდით პოლიტიკურად და გიგი წერეთელთან ერთადაც დგას.
ობოლაძის შეფასებით, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება რომ ჩერგოლეიშვილს საამაშვილის ხმებით პარლამენტში შესვლა უნდა, თან ისე რომ 5 წელია “პოლიტპატიმარ სააკაშვილს ჩარეცხვით ემუქრება და რუსის აგენტობას აბრალებს”, რაზეც “ნაცმოძრაობა” დუმს.
“მოდი შევაჯამოთ და ამით დავასრულოთ ეს თემა.
სქრინი #1
ჩერგოლეიშვილი:
"დელუზიური მანიაკები არიან, რომ შუაში ეს სამარცხვინო გამყალბებელი, პოლიტიკურად ბანკროტი დინოზავრი, გიგი წერეთლი უდგათ და სერიოზულად აღგვიქვითო ითხოვენ" (2024 წელი)
სქრინი #2
ჩერგოლეიშვილი:
რიგი ფაქტორების გამო... "საკმარისია ვიფიქრო რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ" (2026 წელი)
სქრინი #3
ჩერგოლეიშვილი:
"არავისზე და არაფერზე აზრი არ შემიცვლია" (2026 წლის 15 აპრილი)
სქრინი #4
დგას გიგი წერეთლის გვერდით და ითხოვს რომ სერიოზულად აღიქვან და არა დელუზიურ მანიაკად.
ალაბათ, რომელიმე ჩათში ჩაიწერება რომ ჩემს პოსტს პასუხი არ გასცენ, მაგრამ მაინტერესებს რა პასუხი უნდა გამცეს, როცა აზრი არ შეუცვლია მოსაზრებაზე რომ: "თუ მიშას არ კოცნი გენიტალიებზე, ისე მის გვერდით პოლიტიკურად ვერ იარსებებ"
- სქრინი # 5
და ახლა თავად არსებობს მიშას გვერდით პოლიტიკურად. (როგორც "ალტერნატივის ნაწილი")
საოცარი ისტორიაა.
ახლა უკვე ჩემი შეფასებით და ჩემი ვერსიით:
ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება რომ ბოლო სერიაში ქალბატონ თამარს მიშას ხმებით პარლამენტში შესვლა უნდა, თან ისე რომ "არაფერზე და არავისზე" აზრს არ იცვლის და ისე რომ 5 წელია პოლიტპატიმარ სააკაშვილს ჩარეცხვით ემუქრება და რუსის აგენტობას აბრალებს.
ნაცმოძრაობა დუმს.
არის აქ რაღაც ძალიან გროტესკული,” - წერს ობოლაძე.
0
0