08/02/2022
13:30
პოლიტიკა
კითხვაზე, ვინ არიან ასეთი ერთეულები, ჩარკვიანი ამბობს, რომ მათ შორის, არის მიხეილ სააკაშვილი.
„მელიაზე ფარული ჩანაწერებით არ ვმსჯელობ, მაგრამ პოლიტიკოსის ნაბიჯებს თუ ემთხვევა ხოლმე, გამომაქვს დასკვნა. მელიას შემთხვევაში, მე ფარული ჩანაწერის გამო კი არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ მისი ბრძოლის დაგეგმარების, სტრატეგიის არმოწონების გამო, მოქმედების და შედეგის გამო. მგონია, რომ არ არის ცუდი პიროვნება, მაგრამ იყო ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, როცა რუსეთთან ბრძოლაში ხარ, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.
ჩარკვიანი ასევე გამოეხმაურა გიგი უგულავას განცხადებას, რომ ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს და აღნიშნა, რომ თავადაც არის გაერთიანების მომხრე და თავის დროზე ასეთი გაერთიანების დაშლაში უდიდესი წვლილი გიგა ბოკერიამ შეიტანა.
„მე გაერთიანების მომხრე ვარ და ყოველთვის ვიყავი ძალა ერთობის მომხრე. ახლა მე მოვისმინე ბოკერიას განცხადება, რომ გაერთიანებას არ ეთანხმება და ზუსტად, ძალა ერთობის დაშლაში ლომის წვლილი აქვს გიგა ბოკერიას. შეცდომად მიმაჩნდა 2018 წელს იმ გაერთიანების რყევა, რომლის შექმნაც ახლა გვიწევს. მომხრე ვარ დავუბრუნდეთ იმ ფორმატს, რასაც ჰქვია „ძალა ერთობა“. მე არ ვიცი, ქოლგა რას ნიშნავს, რა თქმა უნდა, ეს იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რომელიც უმსხვილესი პარტიაა, მაგრამ ეს იყო პარიტეტზე და ჩვენ ჩვენი ხმა გვქონდა. მე მგონია, რომ დომინანტად თავი ვერ დაინახა მაშინ იქ გიგა ბოკერიამ,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.
0
0