
გააკეთოს ახლა ნიკა მელიამ ის პარტია, რასაც აკეთებს და შუა ხმები წაიღოს, როგორ წაიღებს მაგასაც ვნახავ, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია, რომელშიც ყოფილი გენერალური პროკურორი იქნება, შუა ოპოზიციურ ხმებს ვერ წაიღებს.
„მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავისი პროფესიით, მუდამ რასაც წარმოადგენდა. წელიწადნახევარია თამარ ჩარკვიანი ამას იძახის და ძალიან მაგარი გეგმა ჩავუშალე. გააკეთოს ახლა ის პარტია, რასაც აკეთებს და შუა ხმები წაიღოს ნიკანორ მელიამ. როგორ წაიღებს ვნახავ, მაინტერესებს. ხალხი გონებასუსტი ჰგონიათ ამათ. როგორ უნდა წაიღოს შუა ხმები ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ? ნიკა მელიასთანაა როგორც ვიცი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანის მტკიცებით, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველს ვერ წაიყვანს, რადგან „მიშას ამომრჩეველი მიშასი რჩება“.
0
0