19/11/2024
15:31
პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა კვიტატიანის განცხადებით, იმ დროს, როდესაც პოლიცია აქციას შლიდა, პირადად მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ გოგა მემანიშვილმა სახეში გაარტყა. როგორც კვიტატიანი განმარტავს, ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
ნიკა კვიტატიანის განმარტებით, აქციის მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდნენ.
„უკან ვიხევდით, პოლიცია გვაწვებოდა. პირველი, გოგა მემანიშვილმა როდესაც დამინახა, ეგრევე სახეში დამარტყა ხელი, რასაც მერე დაპირისპირება მოჰყვა. შემდეგ უკვე იყო ნიკა მელიას დაკავების მცდელობა, მანდაც მოვხვდი მე, მანდაც ჭიდაობა იყო და მოულოდნელად, არ ვიცი, რა იყო, რის გამო, გავხდი ცუდად. მოუწიათ ჩემი გადმოყვანა საავადმყოფოში იმიტომ, რომ სუნთქვა და წელის ტკივილები მაწუხებდა. გადამიღეს, პასუხს ველოდები და ორი საათის მერე ხელმეორედ უნდა გადამიღონ," - განაცხადა ნიკა კვიტატიანმა „მთავარ არხთან“.
0
0