
ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობის დასასრულებლად ახალი მოძრაობა იქმნება.
მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ გვარამიას პატიმრობით საფრთხე ექმნება ქვეყნის ევროპულ მომავალს, რადგან 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი მედიის თავისუფლებაა. ნიკა გვარამიას პატიმრობით კი ეს პირობაა ვერ შესრულდება.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას სასჯელი არაჯეროვანი დასაბუთებით დამძიმდა და 50 000 ლარიანი ჯარიმა შეიცვალა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით.
0
0