15/11/2023
14:07
მსოფლიო
ნიგერიელმა ქალმა ყველაზე გრძელი თმით პარიკის დამზადებით გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
,,ლაგოსელმა ჰელენ უილიამსმა 350 მეტრზე მეტი სიგრძის პარიკის დამზადებით რეკორდი დაამყარა,“ - ნათქვამია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის (GWR) განცხადებაში.
რვა წლის განმავლობაში, პარიკის პროფესიონალ მწარმოებელს ჰელენ უილიამსს პარიკის დასამზადებლად 11 დღე დასჭირდა და ასევე $2,493 დოლარი დახარჯა.
,,გამოცდილების მიუხედავად, ეს მარტივი საქმე არ იყო, მათ შორის მასალების მოძიება. გარკვეულ მომენტში ვიგრძენი, რომ სრულიად გამოვიფიტე. თუმცა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გამამხნევეს. არ მინდოდა, რომ პარიკის დამზადება შემეწყვიტა, ამიტომ საჭირო ნებისყოფა შევინარჩუნე. შედეგად, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხელნაკეთი პარიკი გამომივიდა,”- თქვა ჰელენ უილიამსმა.
უილიამსმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა სივრცის მოპოვება იყო იმისთვის, რომ პარიკი სწორ ხაზზე მოეთავსებინა და მისი სიგრძე ზუსტად გაეზომა.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას ნიგერიელი შეფ-მზარეული ჰილდა ბაჩი კულინარიის სფეროში მსოფლიო რეკორდსმენის სიიდან გამოირიცხა. ჰილდა ბაჩის აღნიშნული ტიტული 2023 წლის დასაწყისში მიენიჭა, რამაც ნიგერიაში სენსაცია გამოიწვია.
0
0