29/11/2023
13:49
მსოფლიო
ნიგერიაში მიწისძვრისადმი გამძლე შენობებს პლასტმასის ბოთლებით აშენებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ გზით ისინი თანხის დაზოგვასა და გარემოზე ზრუნვას ცდილობენ. როგორც „უნილადი" წერს, ყოველწლიურად ნიგერიაში 2,5 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენია, რომელიც საგრძნობლად აბინძურებს ბუნებას. სწორედ ამიტომ, ნიგერიელებმა მათი გამოყენება გადაწყვიტეს და პლასტმასის ბოთლების გადამუშავება დაიწყეს.
მათი თქმით, პლასტმასი გადამუშავების შედეგად საკმაოდ მდგრადი ხდება და არაჩვეულებრივად ანაცვლებს ტრადიციულ სამშენებლო მასალებს. ერთი სახლის ასაშენებლად დაახლოებით 14 000 ბოთლია საჭირო. ნიგერიის განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, პლასტმასის ბოთლებს ქვიშით ავსებენ, შემდგომ კი ერთმანეთზე ამაგრებენ.
„ბოთლის შიგნით დატკეპნილი ქვიშა აგურზე 20-ჯერ უფრო ძლიერი და მდგრადია",- აცხადებენ ნიგერიის განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში.
0
0