-share.jpg)
ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის ლიდერმა გერტ ვილდერსმა თავის პარტიას ჰოლანდიის ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე დიდი გამარჯვებული უწოდა.
ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია გერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიამ. ამას ადასტურებს ეგზიტპოლის მონაცემები. ამ პოლიტიკურ ძალას ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში შვიდი ადგილის იმედი შეუძლია ჰქონდეს.
წარმატებულია ლეიბორისტული პარტიის ცენტრისტული ალიანსი და „მწვანე მემარცხენეები“. მათ ევროპარლამენტში რვა მანდატის მიღების შესაძლებლობა აქვთ. ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს ერთი ადგილია.
მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრის შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, უილდერსმა უკვე დაასახელა თავისი პარტია ყველაზე დიდ გამარჯვებულად. ვილდერსის თავისუფლების პარტია, ისევე როგორც ბევრი სხვა ულტრამემარჯვენე პარტია, შეეცდება შეზღუდოს ბრიუსელის უფლებამოსილებები ევროპარლამენტის მეშვეობით ევროკავშირის ინსტიტუტებზე ზეგავლენით.
0
0