
ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გაერთიანება მმართველ კოალიციას ტოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კოალიციის დაშლის მთავარი მიზეზი უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის საკითხი გახდა. როგორც „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა განაცხადა, მისი პარტნიორები არ აღმოჩნდნენ მზად მხარი დაეჭირათ თავშესაფრის მაძიებელთა პროგრამის შეწყვეტის შესახებ.
ვილდერსმა განაცხადა, რომ მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დიკ სხოფი საქმის კურსში უკვე ჩააყენა. მისი პარტიის მიერ ნომინირებული ყველა მინისტრი თანამდებობას დატოვებს. ნიდერლანდების პრემიერს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
Reuters-ის ცნობით, მმართველი კოალიციის დაშლას რამდენიმე თვეში ახალი საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება, რაც ევრო ზონის სიდიდით მეხუთე ქვეყანაში პოლიტიკურ გაურკვევლობას კიდევ უფრო გაზრდის.
0
0