15/12/2024
15:31
მსოფლიო
ამერიკული გამოცემა Newsweek-ი III მსოფლიო ომის შესაძლო ფრონტის რუკას აქვეყნებს.
Newsweek-ის თანახმად, შესაძლოა აქტიური საომარი მოქმედებები შავ ზღვასა და აზოვის ზღვაშიც დაიწყოს.
„ეჭვგარეშეა, რომ პუტინი გააგრძელებს თავისი ინტერესების აგრესიულად განხორციელებას ევროპაში და, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპაში“, - განუცხადა Newsweek-ს ჩრდილოეთის ცენტრალური კოლეჯის პოლიტოლოგიის პროფესორმა უილიამ მუკმა.
„ბოლო 25 წლის განმავლობაში პუტინისთვის თუკი რამ არის მამოძრავებელი ფაქტორი, ეს ნატოს გაფართოებაა. ის შეეცდება გამოიყენოს ნებისმიერი ბზარი რეგიონში რუსეთის გავლენის გასაძლიერებლად“, - განაცხადა მუკმა.
„Newsweek-ის რუკაზე ასევე ნაჩვენებია შესაძლო გართულებები ნატო-ს წევრი თურქეთისთვის. თურქეთი სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკას ესაზღვრება, რომელსაც 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე ომი ჰქონდა. ომმა აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადება გამოიწვია.
თუ ქაოსისა და განხეთქილებისკენ მიმართული რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად ნატო-ს ალიანსი ერთიანობის შენარჩუნებას შეძლებს, ეს მკვეთრად შეამცირებს პუტინის შანსებს, განავრცოს ომი უკრაინის საზღვრებს გარეთ“, - აღნიშნავს გამოცემა.
0
0