19/07/2023
12:57
მსოფლიო
აშშ-ის შტატ ნევადის პოლიციამ დაადასტურა, რომ მიმდინარე კვირაში მათ რეპერ თუფაქ შაკურის გაუხსნელ მკვლელობასთან დაკავშირებით ჩხრეკის ორდერი გასცეს.
დეტექტივებმა ჰენდერსონში, ლას-ვეგასის გარეუბანში მდებარე სახლი გაჩხრიკეს, სადაც 1996 წლის 13 სექტემბერს, ცნობილი ამერიკელი რეპერი მოკლეს. სახლი 32 კმ-ით არის დაშორებული ლას-ვეგასის იმ ზოლიდან, სადაც შაკურს მანქანაში ესროლეს.
„ლას-ვეგასის პოლიციას შეუძლია დაადასტუროს, რომ შაკურის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, [ჰენდერსონში, ნევადაში 2023 წლის 17 ივლისს] ჩხრეკის ორდერი გაიცა. ამ დროისთვის დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ,“ - განაცხადეს სამართალდამცავებმა.
როგორც ლას-ვეგასის პოლიციის პოლკოვნიკმა ჯეისონ იოჰანსონმა Las Vegas Review Journal-ს განუცხადა, ”ეს არის საქმე, რომელიც გაუხსნელი დარჩა და იმედია, ერთ დღეს სიმართლეს გავიგებთ”.
ლას-ვეგასის პოლიციამ, რეპერის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ინტერესების დაცვის მიზნით, სახლის ჩხრეკის დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა.
თუფაქ ამარუ შაკური 25 წლის იყო, როცა ის მოკლეს. ამ დრომდე, მკვლელობაში ეჭვმიტანილი არც ერთი პირი არ არის დაკავებული.
0
0