13/06/2023
23:08
პოლიტიკა
მჯერა, რომ კარმა არის ოხერი და, საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ გაასამართლებენ დეოლიგარქიზაციის კანონით - თოფს, რომ სადღაც ჩამოკიდებ, ის აუცილებლად გაისვრის ბოლოში - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პარლამენტი მიერ, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.
„მე მჯერა, რომ კარმა არის ოხერი და, საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ გაასამართლებენ ამ კანონით, აქამდე მივა ეს საქმე საბოლოო ჯამში. ცნობილი რეჟისორის ნათქვამის არ იყოს, თოფს, რომ სადღაც ჩამოკიდებ, ის აუცილებლად გაისვრის ბოლოში და ჩემზე ყველაზე ნაკლებად გავრცელდება დეოლიგარქიზაციის კანონი. ნეტავ, ვრცელდებოდეს ჩემზე, ნეტავ ჩემი მდგომარეობა და ჩემი პარტიის ისეთი იყოს, რომ ვრცელდებოდეს. პირველი ვისზეც დეოლიგარქიზაციაზე ახსენდება ამ ქვეყნის მოსახლეობას ის ბრძენი კაცი ახსენდება, მერე შეიძლება მოვიდეს კეზერაშვილიც, ხაზარაზეც. ასეთ კანონს ღებულობ, სადაც პირველი შენ ახსენდები და ამ კანონით კარგს არაფერს არ ამბობ შენთვისვე, როგორ ავუკრძალოთ ქოცებს ამ კანონის მიღება, მიიღონ,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0