11/11/2023
10:22
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას უპასუხა და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო არა ისრაელი, არამედ „ჰამასი“ უნდა დაგმოს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ცდილობენ, მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი მოქმედებების ზონას განარიდონ, „ჰამასი“ კი მას ცოცხლად ფარად იყენებს.
„დანაშაულები, რომლებსაც დღეს „ჰამას“-ISIS-ი ღაზის სექტორში ჩადის, ხვალ განმეორდება პარიზში, ნიუ-იორკში და მთელ მსოფლიოში. „ჰამასი“ სასტიკად ეპყრობა მძევლებს - ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, და იყენებს სკოლებს, მეჩეთებსა და საავადმყოფოებს ტერორისტების სამეთაურო პუნქტების სახით“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზაში ბავშვებისა და ქალების მოკვლა.
0
0