01/12/2023
11:15
მსოფლიო
კატარის უნივერსიტეტის ყურის კვლევის ცენტრის ასოცირებული პროფესორის ლუჩიანო ზაკარას შეფასებით, ღაზაში სამხედრო ოპერაციების განახლება ყოველთვის იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა.
„შესაძლებელია თუ არა ყოვლისმომცველი ომის განახლების თავიდან აცილება, ახლა გადამწყვეტი საკითხია. ნეთანიაჰუს განზრახვა, რომ მას ,,ჰამასის“ ლიკვიდაცია სურს, თავიდანვე ნათელი იყო. გაჩნდა შეკითხვები, რა მოხდებოდა, როგორც კი ყველა მძევალი გათავისუფლდებოდა? თუ [ბენიამინ ნეთანიაჰუს] მიზანი ,,ჰამასის“ ლიკვიდაციაა, ყველა მძევლის საბოლოოდ გათავისუფლებისთანავე, ისინი თავდასხმებს განაახლებდნენ.
„მოლოდინი მქონდა, რომ ეს ზავი გარკვეული ხნით გაგრძელდებოდა. ყოველ შემთხვევაში, გამოჩნდებოდა, რომ ისრაელს გარკვეული პოლიტიკური ნება აქვს სიტუაციის დასამშვიდებლად. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ახდენენ დღეს ბლინკენი, კატარი და სხვა დაინტერესებული მხარეები ზეწოლას ისრაელსა და ,,ჰამასზე“ იმისთვის, რომ სრულმასშტაბიანი ომი არ დაიწყოს. ჩვენ ახლა მოწმენი ვართ, რომ ღაზას სექტორიდან რაკეტების გაშვებას იწყებენ, რასაც თან ახლავს ისრაელის მხრიდან შურისძიება. არსებული ვითარება დამოკიდებულია უახლოეს რამდენიმე საათზე, რომ, სულ მცირე, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ალბათობა დავინახოთ“, - განუცხადა ზაკარამ Al Jazeera-ს.
0
0