აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სექტორში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „შეცდომებს“ უშვებს.
ბაიდენმა World Central Kitchen-ის ავტომობილებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე ისაუბრა, რასაც ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა.
"ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს შეცდომაა. მე არ ვეთანხმები მის მიდგომას. აღმაშფოთებელია ის, თუ როგორ დაარტყეს დრონები მანქანებს და გამოიყვანეს გზატკეცილიდან, რომელიც არც საზღვარზე იყო და სადაც არც კოლონა მოძრაობდა. ისრაელებმა უბრალოდ უნდა მოითხოვონ ცეცხლის შეწყვეტა და დაუშვან მომდევნო 6-8 კვირის განმავლობაში, ქვეყანაში შესულ საკვებსა და მედიკამენტებზე სრული წვდომა", - თქვა ბაიდენმა აშშ-ის ესპანურენოვან ტელეარხ Univision-სთან ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ „ჰამასი“ უნდა დაეთანხმოს ჰუმანიტარულ პაუზას და დარჩენილი მძევლები გაათავისუფლოს.
ისრაელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის ღაზას ჩრდილოეთით გადასასვლელს და ღრმაწყლოვან პორტს გახსნის, რათა მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს ამ მხარეში. როდის და როგორ იმუშავებს ეს მარშრუტები, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის.
0
0