-share.jpg)
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ რვა ცხედარია ნაპოვნი.
ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა 1 ადამიანი.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია რვა ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება 1 პირის სამძებრო სამუშაოები.
მდინარის ნაპირთან , ფერდობზე სადაც 4 სახლი იდგა და ოჯახები ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ ახლა ტრაგედიის ადგილი და სამძებრო ოპერაციის პოლიგონია. მაშველები მეწყერის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასაში პერიოდულად ცხედრებს პოულობენ. სტიქიის მომენტში აქ 10 ადამიანი იყო, მათ შორის მცირეწლოვნები. პირველი გადარჩენილი ნანგრევებში მალევე იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივები გადარჩენილების პოვნის იმედს არ კარგავენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი დაახლოებით ღამის 1 საათზე ჩამოწვა. ადგილზე ძებნის სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება. ეტაპობრივად მოხდა 200-ზე მეტი მაშველის, ასევე მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლების და სპეციალური საშუალებების მობილიზება. სამუშაოებში ჩართეს მძიმე ტექნიკაც, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტების მითითებებით მუშაობს.
სამაშველო ოპერაციის პარალელურად ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების საზრუნავი ახლა სოფლის იმ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა, რომლებსაც შესაძლოა მდგომარეობის საბოლოოდ შეფასებამდე სტიქიის განმეორების საფრთხე ემუქრებოდეთ. პირველადი დასკვნების მომზადების შემდეგ მათ დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელს შესთავაზებენ.
სტიქიის ზონის და მიმდებარე ტერიტორიების კვლევას გეოლოგები ამ დრომდე განაგრძობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეწტყერი უხვმა ნალექმა განაპირობა. კერძოდ გასული 3 დღის განმავლობაში მოსული ნალექი მთლიანი თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.
დაღუპულების ცხედრები, რომლებიც მაშველებმა სტიქიის ზონაში იპოვეს ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე არ დასრულდება ვიდრე ყველა დაკარგულს არ იპოვიან.
0
0
საბა ბუაძე: "ლელო" ფორმალურადაც დავტოვე
10/09/2025