ნეპალში ტურისტებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა – დაიღუპა სულ მცირე, 27 ადამიანი
A-
+A
ნეპალში წვიმისგან ადიდებულ მდინარეში ტურისტული ავტობუსი ჩავარდა, რასაც, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. როგორც ნეპალის პოლიციის სპიკერი, შაილენდრა თაფა იუწყება, ავტობუსს 43 ინდოელი ტურისტი გადაჰყავდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად მაშველებმა მარსიანგდის მდინარიდან 22 ადამიანი გადაარჩინეს, რომელთაგან 12 სერიოზულად იყო დაშავებული და საჰაერო გზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თაფას თქმით, საავადმყოფოში, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა.
სპიკერის ცნობით, ტურისტებს გეზი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუსკენ ჰქონდათ აღებული.
ინდური მედიის ინფორმაციით, ინდოეთის შტატმა, სადაც ტურისტები ავტობუსზე ავიდნენ, შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოების კოორდინირებისთვის ოფიციალური წარმომადგენელი გაგზავნა.
0
0
359
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%