„54 წლის ნეპალელი მთამსვლელი კამი რიტა შერპა ევერესტის მწვერვალზე 30-ედ ავიდა და რეკორდი მოხსნა. 10 დღის განმავლობაში ეს მისი მეორე ცდა იყო. კამი რიტა შერპამ 8,849 მ მწვერვალამდე, ტრადიციულად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქედის მარშრუტით მიაღწია. 12 მაისს, შერპა მწვერვალზე 29-ედ ავიდა. მან საკუთარი რეკორდი მოხსნა... ეს მისი 30-ე ასვლაა დედამიწის უმაღლეს წერტილზე", - განაცხადა ნეპალის ტურიზმის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხიმ ლალ გაუტამმა.
ჩვეულებრივ, ევერესტზე ასასვლელად მთამსვლელებს რამდენიმე დღე სჭირდებათ და მოკლე დროში მწვერავლის რამდენიმეჯერ დალაშქვრა ძალიან იშვიათი შემთხვევაა.
კამი რიტა ევერესტზე პირველად 1994 წელს ავიდა და მას შემდეგ მწვერვალს თითქმის ყოველწლიურად ლაშქრავს.
როგორც ცნობილია, მთამსვლელობა ძირითადი ტურისტული საქმიანობა და ამავე დროს, შემოსავლის წყაროა ნეპალში, სადაც მსოფლიოს 14 უმაღლესი მწვერვალიდან 8 მდებარეობს.
0
0