ნეიტრალიტეტზე საუბარი უხერხულია, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იქცეოდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ასე იქნება მომავალშიც - კახა კალაძე
A-
+A

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნეიტრალიტეტზე საუბარი უხერხულია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომია.
აღნიშნული კომენტარით კალაძემ უპასუხა „მთავარი არხის“ შეკითხვას: „რა პოზიცია აქვს საქართველოს ნეიტრალიტეტზე“.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იქცეოდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და მომავალშიც ასე იქნება.
„დღეს უხერხულია ამ თემაზე საუბარი. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომია. უბრალოდ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს უნდა გეუხერხულებოდეთ ამ თემაზე საუბარი. ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენთვის არანაირი უხერხულობა და პატრიოტიზმი არ არსებობს, ეს სამწუხაროა. თქვენ, როგორც რიგით მოქალაქეს, უნდა შეგრცხვეთ ამ თემის წამოწევის გამო. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იქცეოდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ.
0
0
411
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%