22/05/2023
13:22
პოლიტიკა
ნებისმიერი სანქცია ნიშნავს ესკალაციას. ესკალაცია ნიშნავს, მათ შორის სამხედრო დაპირისპირებას და ჩვენ არ ვაპირებთ ამ რისკის წინაშე ჩვენი მოქალაქეები დავაყენოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილმა განმარტა, რომ, საქართველოში რუსეთიდან შემოსულებს ტურისტებად, ვიზიტორებად და კატეგორიებად ვერ დაყოფს. მთავარი საკითხია, რომ რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს.
„ტურისტებად, ვიზიტორებად და ასე კატეგორიებად ვერ ჩამოვაყალიბებ. მთავარი საკითხი არის ერთი, ჩვენ გვაქვს გარკვეული მდგომარეობა რუსეთთან, მათ შორის ის, რომ ჩვენ გვაქვს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა - არცერთ ქვეყანას არ აქვს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც სხვათა შორის, უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებამდე იყო რუსეთის მხრიდან სანქციების ობიექტი. შესაბამისად, მთავარია, გვქონდა გარკვეული სტატუს-კვო რუსეთთან.
ნებისმიერი სანქცია ნიშნავს ესკალაციას. ესკალაცია ნიშნავს, მათ შორის სამხედრო დაპირისპირებას და ამ ჩვენ არ ვაპირებთ, ერთი, ამ რისკის წინაშე ჩვენი მოქალაქეები დავაყენოთ და მეორე, ჩვენი მოქალაქეები ამ პოლიტიკას ემხრობიან და იზიარებენ. ეს დადასტურებულია როგორც სხვადასხვა გამოკვლევებით, ასევე დადასტურდა ბოლო შუალედური არჩევნებით, სადაც ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე - 2021 წელს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0