15/06/2023
09:38
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრისა და შარლ მიშელის შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმ პროცესში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება. მმართველი გუნდის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ მსგავსი ვიზიტები და საქართველოს პარტნიორებთან თანამშრომლობა დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.
„ნებისმიერი ამგვარი ვიზიტი, მით უმეტეს ახლა, არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მოლოდინებთან. უმთავრესი მოლოდინი, ოპტიმისტური განწყობა, რაც პრინციპში გამოსჭვიოდა ამ შეხვედრიდან, შეხვედრის შემდგომი კომენტარებიდან, როგორც მიშელის, ასევე ბატონი ღარიბაშვილის, არის ჩვენი ძალიან დიდი, სანუკვარი ოცნების აღსრულება“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს გუშინ, ბრიუსელში შეხვდა.
0
0