03/12/2023
11:51
მსოფლიო
ყაზახეთში ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მემუარები “ჩემი ცხოვრება” გამოიცა.
ბიოგრაფიულ წიგნში ნაზარბაევმა თავის მეორე ოჯახის არსებობა საჯაროდ პირველად აღიარა.
ყოფილი პრეზიდენტის მეორე ოჯახის წევრები არიან ასელ ისაბაევა და ორი ვაჟიშვილი.
"ერთხელ მომიწია ტალდიკორგანში ჩასვა. ასეთ შემთხვევებში სტუმარს თვითმფრინავის ტრაპთან ყველაზე გამორჩეულ გოგონებს ახვედრებენ. ქალიშვილი, რომელმაც აეროპორტში ყვავილები მომართვა წარმოუდგენლად ლამაზი იყო. მე დიდი ხნით დამამახსოვრდა ლამაზმანი ცეცხლოვანი მზერითა და ნატიფი სხეულით". - იხსენებს ისაბაევასთან პირველ შეხვედრას ნაზარბაევი.
ისაბაევა ყოფილი მოდელია, რომელმაც 1999 წელს მის ყაზახეთის ტიტული მიიღო. ნაზარბაევის თქმით, მათ მუსლიმური წესით იქორწინეს. ცოლ-ქმარს შორის ასაკში სხვაობა 40 წელია. წყვილის შესახებ ჭორები ტაბლოიდებში ადრეც დაწერილა.
ნაზარბაევს მეორე ოჯახი პირველის პარალელურად გაიჩინა. ოფიციალურად მისი ცოლი დღემდე სარა ნაზარბაევაა, რომლისგანაც ყაზახეთის ყოფილ ლიდერს სამი ქალიშვილი ჰყავს.
0
0