16/02/2024
17:25
მსოფლიო
რუსული RT-ს წყაროს ცნობით, ნავალნის სისხლის შედედება განუვითარდა
რუსი ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა, განაცხადეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და დასძინა, რომ გამოძიება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის შესახებ მიმდინარეობს.
იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ 47 წლის ნავალნი, რომელიც სასჯელს იხდიდა გამოსასწორებელ კოლონიაში მრავალი ბრალდებით, მათ შორის გაფლანგვის გამო, სეირნობის შემდეგ თავს ცუდად გრძნობდა და თითქმის მაშინვე დაკარგა ცნობიერება.
ოფიციალური პირების თქმით, სასწრაფო დახმარება დაუყოვნებლად გამოიძახეს. „გატარებული იყო ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ექიმებმა დაადასტურეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდაცვალების მიზეზი დგინდება. თუმცა, რუსული RT სერვისის წყაროს ცნობით, ოპოზიციონერს სისხლის შედედება განუვითარდა.
კრემლის განცხადებით, ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა შეკითხვები ფედერალურ სასჯელაღსრულების სამსახურს მიმართა და დასძინა, რომ მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ნავალნის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ განმარტა, რომ მისმა კლიენტმა შეხვედრა ოთხშაბათს გამართა. ”მაშინ ყველაფერი კარგად იყო”, - ამტკიცებდა ის.
0
0