22/07/2023
09:29
მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც კოლონიაში იხდის სასჯელს ვლადიმირის ოლქში, მეჩვიდმეტედ მოათავსეს სადამსჯელო საკანში.
ამის შესახებ მისი ადვოკატი, ვადიმ კობზევი აცხადებს. კობზევის თქმით, ნავალნის 13 დღე-ღამით მიესაჯა სადამსჯელო საკანი იმის გამო, რომ მან "არასწორად წარადგინა თავი".
ამის გამო პოლიტიკოსი ადრეც იყო გადაყვანილი სადამსჯელო საკანში.
იყო სხვა მიზეზები, მათ შორის შეხსნილი ღილი და ღობის გაწმენდაზე უარის თქმა.
საერთო ჯამში, ნავალნიმ სადამსჯელო საკანში უკვე 180 დღეზე მეტი გაატარა.
მანამდე პროკურატურამ ნავალნისთვის კიდევ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა ექსტრემიზმის შესახებ სისხლის სამართლის ახალ საქმეზე. განაჩენი ოთხი კვირის შემდეგ, 4 აგვისტოს გამოცხადდება.
ნავალნი კოლონიაში 2021 წლის თებერვლის შემდეგ იმყოფება.
0
0