შვედეთმა 14 ივნისს, საღამოს, რუსული ბომბდამშენი Су-24-ის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა დააფიქსირა.
შვედეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსულმა სუ-24-მა დაარღვია შვედეთის საჰაერო სივრცე კუნძულ გოთლანდის სამხრეთი ნაწილის აღმოსავლეთით. შვედურმა მხარემ თვითმფრინავს გაფრთხილება გაუგზავნა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
ამის შემდეგ, ორი შვედური Jas-39 Gripen მოიერიშე სუ-24-ის გასაცილებლად აფრინდა. შვედეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, დარღვევა ხანმოკლე იყო.
"რუსეთის საქციელი მიუღებელია და გამოხატავს უპატივცემულობას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ თვალს ვადევნებდით მოვლენების სრულ მიმდინარეობას და ადგილზე ვიყავით, რათა ჩავრეულიყავით", - განაცხადა შვედეთის საჰაერო ძალების სარდალმა იონას ვიკმანმა.
ბოლოს ასეთი არასანქცირებული ფრენები რუსეთმა 2022 წელს განხორციელდა, როდესაც რუსულმა სუ-27-ებმა და სუ-24-ებმა დაარღვიეს შვედეთის საჰაერო სივრცე, სანამ ქვეყანა ნატოს წევრი გახდებოდა.
0
0