
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ ომის მასშტაბისთვის, რომელიც ჩვენმა ბებია-ბაბუებმა ან დიდმა ბებია-ბაბუებმა გადაიტანეს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
„კონფლიქტი ჩვენს კართან დგას. რუსეთმა ომი დააბრუნა ევროპაში და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ ომის მასშტაბისთვის, რომელიც ჩვენმა ბებია-ბაბუებმა ან დიდმა ბებია-ბაბუებმა გადაიტანეს. წარმოიდგინეთ ეს: კონფლიქტი, რომელიც აღწევს ყველა სახლში, ყველა სამუშაო ადგილზე, ნგრევა, მასობრივი მობილიზაცია, მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირი, ფართოდ გავრცელებული ტანჯვა და უკიდურესი დანაკარგები. ეს საშინელი აზრია, მაგრამ თუ ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ, ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„ნატო აქ არის იმისთვის, რომ დაიცვას ერთი მილიარდი ადამიანი, ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ჩვენი მისიაა დაგიცვათ თქვენ, თქვენი ოჯახები, თქვენი მეგობრები და თქვენი მომავალი. ჩვენ არ შეგვიძლია დაცვის შემსუბუქება და არც გავაკეთებთ ამას. მე ვენდობი ჩვენს მთავრობებს, რომ შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და წავლენ უფრო შორს და სწრაფად, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია მოვდუნდეთ ან დავმარცხდეთ. მოუსმინეთ სირენებს უკრაინის მასშტაბით, შეხედეთ ნანგრევებიდან ამოყვანილ გვამებს და იფიქრეთ უკრაინელებზე, რომლებსაც შეიძლება დაიძინონ ამაღამ და აღარ გაიღვიძონ ხვალ. რა დგას მათ თავს დატეხილ უბედურებასა და იმას შორის, რაც შეიძლება ჩვენ დაგვემართოს? მხოლოდ ნატო“, - დასძინა მან.
0
0