
ნატო-ს გენერალური მდივანი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს ხვდება.
იენს სტოლტენბერგი თბილისში დღეს ბაქოდან ჩამოვიდა. პირველი შეხვედრა მან პრემიერ კობახიძესთან გამართა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.
ამასთან, პრეზიდენტის სასახლეში სტუმრობის ფარლებში, ნატოს გენერალურმა მდივანმა საპატიო წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
იენს სტოლტენბერგი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა. აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე დახვდნენ, რის შემდეგაც, მთავრობის ადმინისტრაციაში ნატო-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ლიდერების ერთობლივი ბრიფინგი მოჰყვა.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება.
0
0