
ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები არ შეთანხმებულან უკრაინის დაფინანსების გეგმაზე, რომელიც წელიწადში 40 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წერს უკრაინული მედია.
სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეები ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტამდე ამ საკითხზე შეთანხმებას გააგრძელებენ.
„ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება მუშაობა ვაშინგტონის სამიტამდე ჩვენი პოზიციების შესათანხმებლად გრძელვადიანი ფინანსური დახმარების მოცულობასთან და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, მედია ადრე იტყობინებოდა, რომ სტოლტენბერგმა უარი თქვა უკრაინისთვის ხუთწლიანი სამხედრო დახმარების ფონდის შექმნის გეგმებზე მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრების მხრიდან წინააღმდეგობას შეხვდა.
მოგვიანებით ალიანსის გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა ახალი წინადადება, რომლის მიხედვითაც, ალიანსის წევრები ვალდებულებას იღებენ, წელიწადში მინიმუმ 40 მილიარდი ევრო დახარჯონ უკრაინისთვის ლეტალური და არალეტალური დახმარების მისაწოდებლად.
0
0