
ლუქსემბურგში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ერთხმად დაამტკიცეს დეკლარაცია, რომელშიც ალიანსის მიერ საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. დოკუმენტის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია.
დოკუმენტის მიხედვით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ არასამართლიან, არაპროვოცირებულ, უკანონო და სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთს ასახელებს პირდაპირ და ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ ევროატლანტიკური სივრცისთვის. ამავე პუნქტში წერია, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს საქართველოს ორი რეგიონის განგრძობად ოკუპაციას.
დეკლარაცია ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან, უკრაინასთან და ბოსნია-ჰერცოგოვინას საკითხში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა ემხრობა სწრაფ იმპლემენტაციას საჭიროება მორგებული დახმარების პაკეტის და ასევე საქართველოსთან დაკავშირებით იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც დაეხმარება ქვეყანას გახდეს ნატო-ს წევრი.
0
0