
ნატო გმობს რუსეთის უგუნურებას, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს პრესსპიკერის, ელისონ ჰარტის განცხადებაში.
როგორც ალიანსის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე რუმინეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზეა.
„დღეს, დილით რუმინეთში საცხოვრებელ კორპუსს დრონი დაეჯახა, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელა. ნატო-ს გენერალური მდივანი კონტაქტზეა რუმინეთის ხელისუფლებასთან. ჩვენ ვგმობთ რუსეთის უგუნურებას და ნატო გააგრძელებს თავდაცვის გაძლიერებას ყველა საფრთხის, მათ შორის, დრონების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. როგორც მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
29/05/2026