რამდენიმე საათში, ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში ნატო-ს გენმდივანს 14:50 საათზე ელოდებიან, სადაც ირაკლი კობახიძისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ცნობისთვის, თბილისში ჩამოსვლამდე, ალიანსის გენერალური მდივანი აზერბაიჯანის დედაქალაქს, ბაქოს ეწვია, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ასევე შეხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს.
19 მარტს კი დაგეგმილია გენერალური მდივნის ერევანში ვიზიტი, სადაც იგი სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026