07/05/2023
16:57
სამხედრო
“შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას”,– ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმ აპატურაიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ნატო საქართველოსთან თანამშრომლობას ზრდის.
როგორც აპატურაიმ აღნიშნა საბჭოს დონეზე ყველა შეხვედრაზე, როდესაც ჩართულობაზე მიმდინარეობს საუბარი, მათ შორის – მეზობლებზე რუსეთის ცუდი გავლენის კონტექსტში, საქართველოს თემა დღის წესრიგშია:
"უკვე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გავზარდოთ. ამას ვაკეთებთ. ვიცი, რომ მიდის საუბარი, ამ გაძლიერებული თანამშრომლობის პროგრამას მეტი ხორცი შეესხას.
რაც შეეხება ვილნიუსის სამიტს, რომელიც ღია კარის პოლიტიკას შეეხება, მისი თქმით, დოკუმენტის წინასწარი ვარიანტი არ არის წარდგენილი, მაგრამ "ნათელია, ბუქარესტის პირობა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება, რჩება და ამის არანაირ ცვლილებას არ ველი. ასე რომ, დაველოდოთ და ვნახოთ როგორი ენა იქნება". - განაცხადა აპატურაიმ.
0
0