22/01/2026
13:33

"ნატო ოფიციალურად მკვდარია. დახურეთ ყველა ამერიკული სამხედრო ბაზა ევროპაში"- განაცხადა ესპანელმა პარლამენტარმა იოანე ბელარმა.
„მობრძანდით აქ და ბოლოს და ბოლოს აღიარეთ, რომ ნატო მკვდარია, ბატონო მინისტრო. ნატო „გატეხილია“, ნატო აღარ არსებობს იმ მომენტიდან, როდესაც ნატოს მეთაურმა, დონალდ ტრამპმა და აშშ-მა დაიწყეს მუქარა და თავდასხმა დანიაზე, ნატოს ერთ-ერთ წევრზე. ნატო უკვე მკვდარია. ამიტომ, გამოდით აქ და გააკეთეთ თუნდაც ელემენტარული – აღიარეთ ეს.
მეორეც, მე გთავაზობთ, გააკეთოთ რაიმე სასარგებლო მაინც, რათა ხელი შეუშალოთ დონალდ ტრამპს. გაგზავნეთ ჯარები გრენლანდიაში. თუმცა, თუ დავფიქრდებით, ეს უსარგებლო ზომაა: რას გააკეთებენ ჯარები გრენლანდიაში? ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებმებიან ამერიკულ არმიასთან? ვფიქრობ, სწორედ თქვენ უნდა გაგვცეთ პასუხი ამ კითხვაზე. ის, რაც ესპანეთმა უნდა გააკეთოს, არის: დახუროს ამერიკული ბაზები ესპანეთის ტერიტორიაზე. ევროკავშირმა უნდა დახუროს ყველა ამერიკული ბაზა და მოახდინოს დონალდ ტრამპის იზოლაცია საერთაშორისო არენაზე. ტრამპის მთელი მხარდაჭერა და სამხედრო ძლიერება ეფუძნება იმას, რომ მას აქვს ევროკავშირზე ტრანზიტის უფლება. ეს ტრანზიტის უფლება უნდა შეწყდეს: ბაზები უნდა დაიხუროს და ისინი საერთაშორისო დონეზე უნდა იყვნენ იზოლირებულნი. თქვენ უნდა შეწყვიტოთ ჩვენი ფულის ხარჯვა იარაღსა და ტანკებზე დონალდ ტრამპის ბრძანებით. ეს ხელახალი შეიარაღება ტრამპის ბრძანებით – დანაშაულია.“- განაცხადა პარლამენტარმა.
0
0
ღაზის „მშვიდობის საბჭო“ ოფიციალურად დაფუძნდა
22/01/2026