ნატოს მოკავშირეები მკაცრად გმობენ რუსეთის მასიურ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის წინააღმდეგ და მზად არიან, გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა. ამის შესახებ ნატოს ოფიციალურმა პირმა უკრაინულ გამოცემა Ukrinform-ს განუცხადა.
"ნატო მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ პუტინი ცდილობს გატეხოს უკრაინის სიმტკიცე. ის წარმატებას ვერ მიაღწევს", - აღნიშნა ნატოს ოფიციალურმა პირმა.
"ნატოს მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების ფართო სპექტრი და მზად არიან, გააძლიერონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა. ნატო აგრძელებს უკრაინის თავდაცვის უფლების მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ. უკრაინის გვერდით დავდგებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - დასძინა მან.
0
0