16/12/2021
15:24
პოლიტიკა
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში ბრიუსელში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა! განსაკუთრებით კი უკრაინა-რუსეთის გართულებული ურთიერთობების ფონზე! პრემიერის ვიზიტს დიდი დატვირთვა ჰქონდა მოსკოვის ანტიდასავლური განცხადებების ფონზე, როდესაც კრემლმა მოითხოვა ნატო-ს უარეყო 2008 წლის ბუქარესტში მიღებული განცხადება საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ! ნატო-მ მკაფიოდ მიუთითა კრემლს, რომ ის არ აპირებს ბუქარესტის სამიტის გადახედვას და საქართველოს მიტოვებას მრისხანე დამპყრობელთან! სამიტზე დასახული იქნა მთელი რიგი ღონისძიებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის შემდეგი გაუმჯობესებისა და განმტკიცების შესახებ! მიუხედავად ოპოზიციის არაერთი მცდელობისა და სურვილისა ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და საქმიანი საუბრები ჰქონდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ბნ შარლ მიშელს! სამიტის შემდეგ არის მყარი იმედები იმისა, რომ დასავლეთი არასდროს არ მიატოვებს საქართველოს და იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და აღმშენებლობის მნიშვნელოვანი დამხმარე!”- წერს Facebook-ზე გვენეტაძე.
0
0