
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აშშ-ს დასასანქცირებელი დეპუტატების სიას უგზავნის. ნათელაშვილი სიას სახდეპს, ამერიკის ფინანსთა სამინისტროს და ევროპის კავშირს უგზავნის. “სიაშია” გოცირიძეც.
ნახეთ სია:
"ლეიბორისტული პარტიის" 10 ლიანი ბრძოლა ძალადობრივი რეჟიმის დასასანქცირებლად, უკვე შევიდა დამაგვირგვინებელ სტადიაში, რა თქმა უნდა, რიგში დგას ოლიგარქი ივანიშვილი, მაგრამ ის ეყრდნობა გარკვეულ კატეგორიას, რომ გაყიდოს ჩვენი ქვეყანა და ძარცვოს ჩვენი მიწა. ეს ადამიანები, რომლებიც მას ამაგრებენ, ასევე იქნებიან დასანქცირებულნი.
ჩვენ შევადგინეთ შესაბამისი სია და ის წარიმართება აშშ-ის სახდეპში, ფინანსთა სამინისტროში და ევროპის კავშირში.
ეს ადამიანები არიან ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, ვანო ჩხარტიშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, მილიონერი რუხაძე. მილიონერი ქოცი დეპუტატები: ენუქიძე, წილოსანი, ჩიგოგიძე, წაქაძე, ოდიშარია, ფრიდონ ინჯია, გოცირიძე და მოძალადე ვიქტორ ჯაფარიძე.
ეს ხალხია, რომელიც უკეთებენ დაცვის გარსს ოლიგარქს". - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
0
0