10/03/2025
16:35

ნარკოტიკებთან, მათ შორის, მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება.
შესაბამისი ცვლილებების ინიცირება დღეს მოხდა. პარლამენტში წარდგენილია რვა კანონპროექტი, მათ შორისაა ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონებში.
„სისხლის სამართლის კოდექსს“ ნორმები ემატება, რომლითაც დგინდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებისთვის, როგორიც არის – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა. ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღება; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გაყიდვა; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
ასევე მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.
განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. ასევე განისაზღვრება, ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. დგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. ამავე პროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირს ხუთ წლამდე ვადით შეეზღუდება სატრანპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვისა და ტარების უფლება.
0
0
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
10/03/2025