29/05/2025
11:03

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ მიერ დაფუძნებული ეკო აკადემიის წარმომადგენელი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლს განაგრძობს.
კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა აჭარის რეგიონის ზემო თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა.
„შეხვედრის ფარგლებში გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სკოლასთან, რაც ხელს მომავალში შეუწყობს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ინიციატივებს საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ, რათა ხელი შევუწყოთ ეკოლოგიური საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებას, მათ შორის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის შესახებ ინფორმირებას - განაცხადა „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა.
ასოციაციის ხელმძღვანელების განცხადებით, მსგავსი პროექტები იძლევა შესაძლებლობას, რეგიონებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდას. მადლობა გადაუხადეს თითოეულ მსმენელს დაინტერესებისთვის , მიმდინარე პროცესში ჩართულობისთვის. აგრეთვე, ზემო თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორს, მარად არძენაძეს და თითოეულ პედაგოგს, მასპინძლობისთვის.
შეხვედრას „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი ირმა პატარაია, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვანო მთვრალაშვილი, მენტორები და ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ აქტიურად არის ჩართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც, ეკო აკადემიის მენტორები საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან თემატურ ლექციებს თბილისსა და რეგიონებში ინტენსიურად მართავენ.
0
0