
"ჰამასის" თავდასხმას გადაურჩენილი ერთ-ერთი ქართველი, რომელიც "ნოვას" მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, ღაზის საზღვართან ახლოს, ეხო კავკაზასთან" საუბრისას იხსენებს როგორ დაიწყო შეტევა მშვიდობიან მოქალაქეებზე და როგორ მოახერხეს მან და მისმა მეგობრებმა გაქცევა.
"იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. როგორ გადავრჩით, არ ვიცი. ღმერთს ვევედრებოდი იქიდან გავეყვანე. ძალიან კარგი ფესტივალი იყო, გვიან, ღამის 4 საათისკენ დაიწყო. ბევრი ხალხი ესწრებოდა, უცებ დავინახეთ როგორ მოფრინავდნენ ჩვენი მიმართულებით უზარმაზარი რაკეტები, ატყდა პანიკა და მანქანებისკენ გავიქეცით. გაჩნდა ცეცხლი, ხალხი ყვიროდა და შველას ითხოვდა. ვხედავდი ადამიანები როგორ იღუპებოდნენ, როგორ ესროდნენ მათ ტყვიებს, სირბილის დროს ათჯერ წავიქეცი, ძალა აღარ მქონდა, შოკში ვიყავი. მთელი საათ-ნახევრის განმავლობაში ჯოჯოხეთი ტრიალებდა"
0
0