-share.jpg)
“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოსა და რუსეთს შორის გახშირებულ ფრენებს გამოეხმაურა. მაჭარაშვილმა ოპოზიციას “ნაკურთხი წყლის დალევა და დასვენება ურჩია”.
"საქართველო ევროკავშირში დერეფანი ხდება იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც თავად აღიარებენ, რომ ეს საქართველოსთვის კარგია. ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვუსურვებ, რომ ეს რაღაც შავი ხვრელები და შავი საქართველო აღარ დაესიზმროს. დანარჩენი, ან ნაკურთხი წყალი დალიონ, დაისვენონ და ქვეყანას თავი დაანებონ". - თქვა მაჭარაშვილმა.
რუსული ავიაკომპანია Red Wings მომავალი კვირიდან, ეკატერინბურგიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ამატებს.
მანამდე Эхо Кавказа წერდა, რომ ნოემბრიდან მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მარშრუტზე რეისების რაოდენობა კვირაში 5-ს მიაღწევს, ამასთან, მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენების რაოდენობის ზრდაა დაგეგმილი.
რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების რაოდენობა ნოემბერში კვირაში 45-ს გადააჭარბებს. მათ შორის არის ყოველკვირეული 28 რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის.
0
0