ნაცმოძრაობაში ვერ იყოფენ ფულსა და რადიკალიზმს, არეულობა ვერ მოახდინეს ქვეყანაში და მოუწიათ პარტიის შიგნით - მამუკა მდინარაძე
10/11/2022
09:06
პოლიტიკა
A-
+A
ქვეყანაში ვერ მოახდინეს არეულობა და მოუწიათ პარტიის შიგნით, რაც ღიმილის მომგვრელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ისინი ვერ იყოფენ ფულსა და რადიკალიზმს. ერთმანეთს ეჭიდავებიან, ვინ უფრო რადიკალური იქნება და ამ ნიშას ვინ დაიჭერს. ამ ნიშის დაკავებას რადიკალური ოპოზიციის, „ნაცმოძრაობის“ გარე ძალებიც ცდილობენ. გარდა ამისა, საუბარია იმაზე, ვინ დახარჯავს მათი ოლიგარქების ფულს და ვინ იქნება ამ სფეროს გამგებელი. ამაზეა დაპირისპირება და როცა ქვეყანაში ვერ მოახდინეს არეულობა, არეულობა მოუწიათ პარტიის შიგნით, რაც ღიმილის მომგვრელია. მათი ბუნებაა ჩხუბი, არეულობა, ქაოსი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0
223
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%