11/11/2022
21:16
პოლიტიკა
„ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის შიგნით და სააკაშვილის პოზიცია იქნება გადამწყვეტი“ - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესის შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან ინტერვიუში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან „ნაცმოძრაობაში“ მიიჩნევდნენ, რომ “პარტიაში პოზიციების გასამყარებლად სააკაშვილისადმი ერთგულების დამტკიცება იყო მთავარი”.
„მას შემდეგ რაც სააკაშვილი ციხეშია, მის პოზიციებზე ყოველთვის ეკა ხერხეულიძით ვმსჯელობ. მიუხედავად იმისა, რომ ხერხეულიძეს ბევრ რამეში არ ვეთანხმები, ის სრულიად უანგაროდაა ერთგული სააკაშვილისადმი. ამ დღეებში მისი 2 განცხადებაც მენიშნა: ერთი, რომ „მელიას უკან ფული არ დგასო“ - რაც მნიშვნელოვანია და მეორე, გაკვირვება გამოთქვა - „რატომ ჩაატარა ბრიფინგი ე.წ. კეზერაშვილის ფლაგმა პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში? მაშინ მე „ვივამედის“ აივნიდან გადმოვდგებიო...“ ამით, ხერხეულიძემ პარტიის მეორე ფლანგს მიანიშნა, რომ სააკაშვილის სახელის გამოყენებაში შეჯიბრი იწყებოდა. ნაცმოძრაობის გარშემო მიმდინარე პროცესში, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი“, განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა ინტერვიუში „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“.
გადაცემა სრულად:
0
0