11/11/2022
23:14
პოლიტიკა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ვერ განვითარდა საპროტესტო აქციები იმ მასშტაბით, რომელიც რევოლუციურ სცენარს პასუხობდა და რისთვისაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა.
მისი თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის რესურსი ძალიან შეზღუდულია. გარდა ამისა, შეუთანხმებლობა და დაპირისპირება პარტიისთვის განხეთქილების მიზეზად იქცა. ვოლსკის შეფასებით, ორი "დესტრუქციული ძალა" ერთმანეთს ეჯიბრება, რომელი უფრო დიდ დესტაბილიზაციას მოუტანს ქვეყანას.
„არავითარი ინტელექტუალური დაპირისპირება აქ არ არსებობს, არის დაპირისპირება ვინ უფრო დიდი რესურსით ჩაერთვება ქვეყნის დესტაბილიზაციის საქმეში. მელია იჩემებს, რომ მას შეუძლია, ეს გააკეთოს. ორი დესტრუქციული მხარე ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო დესტრუქციულია და ვინ უფრო მეტ დესტაბილიზაციის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის. სხვა თემაზე კამათი არ არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კეზერაშვილსაც თავისი მოსაზრებები და თავისი ფინანსური რესურსიც მობილიზებული აქვს ამ მიმართულებით", განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
"დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსი საკმაოდ შეზღუდულია, რომ რევოლუციის იდეა განახორციელონ, საერთოდ არ გააჩნიათ არანაირი რესურსი, რათა პოზიტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარების საქმეში“, – განაცხადა ვოლსკიმ
0
0