
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი და სიცრუე უთხრეს საზოგადოებას, როცა ერთ დღეს თქვეს, რომ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტდნენ და მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ ისინი საპარლამენტო საქმიანობას კი არ წყვეტდნენ, არამედ დროებით შეაჩერეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსი არ აქვს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში კონკურენცია გასწიონ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათი ფორმალური თავმჯდომარის ომახიანი განცხადება უკან წაიღეს, რითაც ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მოატყუეს. არის მათი ხელწერა, რაც საზოგადოებამ კარგად იცის. მათ ამ ქმედებებს არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა ვერ ექნება. მათ პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსი არ აქვთ, საპარლამენტო ცხოვრებაში კონკურენცია გასწიონ. არ გვიხარია, როცა ასეთი უსუსურია და არამოტივირებულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
0
0